Posts

მერვე დღე

დღევანდელი დღე ჩემი აზრით ყველაზე საინტერესოდ წარიმართა. კიდევ ერთხელ გავიარე პროექტის მსვლელობის საფეხურები.შევიტანე ცვლილებები. შევაჯამე შესრულებული სამუშაოები. ვიმუშავე შეფასების რუბრიკების ეტაპობრივად გადანაწილებაზე პროექტში.ძალიან საინტერესო დღე იყო. მადლობა ჩვენს ტრენერს  ქალბატონ თეონას

დღე მეშვიდე

დღევანდელ გაკვეთილზე დავასრულე პრეზენტაცია მოსწავლის ნიმუშებიდან. ვიმუშავე შეფასების მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე. საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა სამუშაო დღემ.მადლობა ქალბატონ თეონას საინტერესო დღისთვის.

დღე მეექვსე

დღეს ვისწავლე ის საჭიროებები რომელიც სჭირდება მოსწავლეს ეფექტური პრეზენტაციის მომზადებისათვის.გავიარე პრეზენტაციის მოსამზადებელი ძირითადი საფეხურები. ვისწავლე საავტორო უფლებების დაცვა. ჩამოვტვირთე შაბლონები ვიუერიდან და შევიტანე მისამართები . გავეცანი ფაუერფოინთის პროგრამას და მასში თემების განთავსების წესებს. დღევანდელი დღე კიდევ უფრო. საინტერესო გამოდგა წინა დღეებთან შედარებით მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ თეონას.

მეხუთე დღე

დღევანდელმა დღემაც ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა ჩემი განვითარებისათვის. ჩავაბარე სახლში მომზადებული ბუკლეტი . ვიმუშავე ბუკლეტის დიზაინზე და მის დახვეწაზე. გავამტკიცე წინარე ცოდნა. შევაჯამე განვლილი მასალა. დიდი მადლობა ჩემს ტრენერს თეონა ლოთიკაშვილის.

დღე მეოთხე

დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. გადავამოწმეთ  შესრულებული დავალებები.გავიაზრე სწორი მიმართულებები.ვიმუშავე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.  ვიმუშავე სარეკლამო ბარათების დამზადებაზე პროექტისათვის. მადლობა ჩემს ტრენერს ქალბატონ თეონას საინტერესოდ და ადვილად  ჩატარებული ტრეინინგისთვის.

მესამე დღე

რეფლექსია დღევანდელ შეხვედრაზე შევაფასე ჩემს მიერ შესრულებული საშინაო დავალება. გავამტკიცე ცოდნა სტანდარტისა და მიზნების სწორად გაწერაში. გავეცანი 21 საუკუნის სტანდარტს.  შევეცადე გამეწერა კითხვები პროექტის გარშემო.ძალიან საინტერესო დღე იყო.