დღევანდელ გაკვეთილზე დავასრულე პრეზენტაცია მოსწავლის ნიმუშებიდან. ვიმუშავე შეფასების მეთოდებზე და ინსტრუმენტებზე. საკმაოდ საინტერესოდ ჩაიარა სამუშაო დღემ.მადლობა ქალბატონ თეონას საინტერესო დღისთვის.
რეფლექსია დღევანდელ შეხვედრაზე შევაფასე ჩემს მიერ შესრულებული საშინაო დავალება. გავამტკიცე ცოდნა სტანდარტისა და მიზნების სწორად გაწერაში. გავეცანი 21 საუკუნის სტანდარტს. შევეცადე გამეწერა კითხვები პროექტის გარშემო.ძალიან საინტერესო დღე იყო.
დღევანდელი დღეც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. გადავამოწმეთ შესრულებული დავალებები.გავიაზრე სწორი მიმართულებები.ვიმუშავე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. ვიმუშავე სარეკლამო ბარათების დამზადებაზე პროექტისათვის. მადლობა ჩემს ტრენერს ქალბატონ თეონას საინტერესოდ და ადვილად ჩატარებული ტრეინინგისთვის.
დღევანდელი დღე ჩემი აზრით ყველაზე საინტერესოდ წარიმართა. კიდევ ერთხელ გავიარე პროექტის მსვლელობის საფეხურები.შევიტანე ცვლილებები. შევაჯამე შესრულებული სამუშაოები. ვიმუშავე შეფასების რუბრიკების ეტაპობრივად გადანაწილებაზე პროექტში.ძალიან საინტერესო დღე იყო. მადლობა ჩვენს ტრენერს ქალბატონ თეონას
Comments
Post a Comment